გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ონში, ღია სცენაზე საახალწლო ღონისძიება გაიმართა

2-01-2022

ქალაქ ონში, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში, ღია სცენაზე საახალწლო ღონისძიება გაიმართა.


ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და ღონისძიების მონაწილეებს დამდეგი 2022 წელი მიულოცეს.


ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა 2021 წლის წარჩინებული მოსწავლები, მარიამ საძაგლიშვილი და ლიკა ბიჭაშვილი დააჯილდოვა. ღონისძიება საახალწლო კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ შალვა ჯაფარიძის სახელობის ანსამბლი „ რაჭა", ონის კულტურის სახლის, სამუსიკო სკოლის და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის შემოქმედებითი კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები.


თოვლის ბაბუამ ბავშვები საახალწლო საჩუქრებით დააჯილდოვა.


ონის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება ფეიერვერკით დაგვირგვინდა.