გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გურჯაანში სწრაფი გადახდის აპარატი გატეხეს

4-05-2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში TBC Pay-ის აპარატი გატეხეს და ფული მოიპარეს.

შემთხვევა, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. მაღაზიის მფლობელმა მომხდარის შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც ადგილზე მისულს შენობის კარი და გისოსი გატეხილი დახვდა.


რა რაოდენობის თანხაა წაღებული, ჯერჯერობით დადგენილი არ არის.


შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.


შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე (ქურდობის) მუხლით დაიწყო.


დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის.

"პია"