გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს

4-01-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს:


„თქვენო უწმინდესობავ,


უპირველეს ყოვლისა, მსურს გამოვხატო უდიდესი პატივისცემა თქვენ მიმართ და მთელი გულით მოგილოცოთ დაბადების დღე!


გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ!


თქვენ მრავალი წლის განმავლობაში დგახართ ქვეყნის სულიერების სადარაჯოზე, რისთვისაც მსურს, მადლობა გადაგიხადოთ. ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის წინაშე.


კიდევ ერთხელ გილოცავთ 89 წლის იუბილეს!“