გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მიხეილ ჩხენკელი საზოგადოებას შობას ულოცავს

7-01-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განათლების სისტემის წარმომადგენლებსა და სრულიად საქართველოს ქრისტეშობას ულოცავს.


„ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო, მეცნიერებო, ჩვენო მოქალაქეებო! გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველას, ვინც მას 7 იანვარს აღნიშნავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წინსვლას!


მაცხოვრის შობა განახლების, სიკეთისა და სიხარულის სიმბოლოა, რომელსაც უკეთესი მომავლის იმედით ვხვდებით. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ დასახული მიზნების მიღწევას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!


კიდევ ერთხელ გილოცავთ და უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ!“ - ნათქვამია მინისტრის მისალოც წერილში.