გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ონის მერიაში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

11-01-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა, მოადგილეებთან გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან 2022 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.


მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სერგი ხიდეშელმა თანამშრომლებს შობა - ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში.


შეხვედრაზე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ინფორმაცია სამომავლო გეგმებზე.


შეხვედრაზე განხილული იქნა 2021 წელს მუშაობის პერიოდში გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები. “ეს წელი იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე 2021 წელი, ამის იმედს მაძლევს გუნდი, რომელიც გვერდში მიდგას. შრომით, მეტი ენთუზიაზმით და ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა შევძლოთ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა” - განაცხადა შეხვედრაზე სერგი ხიდეშელმა.