გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კასპში მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი გრძელდება

12-01-2022

კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი გრძელდება. ვაქცინაციის მსურველები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე სამი სახის ვაქცინით სურვილისდა მიხედვით იცრებიან.


მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობის ვაქცინაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს სოფლებშიც.


ორი დღის განმავლობაში სოფელ ლამისყანის და კავთისხევის სასოფლო ამბულატორიებში მეორე დოზით 70 მოქალაქე აიცრა.


გაზრდილია მომართვიანობის რიცხვი, ეს კი მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობა და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობაა.


დღეისათვის კასპის მუნიციპალიტეტში10 528 მოქალაქეა აცრილი.