გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ონის მერიაში ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

12-01-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა, მოადგილეებთან - გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შერაზადიშვილთან ერთად, 2022 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.


შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის - გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში. 


სერგი ხიდეშელმა წარმომადგენლებს გასული შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა მათ პროფესიულ საქმიანობაში.


მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, წარმომადგენლემა ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები.


სერგი ხიდეშელის განცხადებით, პრობლემური საკითხის მოგვარების პროცესში უშუალოდ ჩაერთვება, რათა მერიის მხრიდან დროულად იქნას მიღებული საჭირო ზომები.