| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||
4-05-2018
კომპანია „m2 უძრავი ქონება“ ზამთრის კურორტ გუდაურში სასტუმროს შეძენის შესახებ აცხადებს. m2-მა მშენებარე სასტუმროს შესყიდვისთვის ჯამურად $7,2 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. 134 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას „m2 უძრავი ქონების“ სამშენებლო კომპანია „BK Construction“-ი დაასრულებს. არსებული გეგმის მიხედვით სასტუმრო პირველი დამსვენებლების მიღებას მიმდინარე წლის ზამთრის საკურორტო სეზონის დასაწყისში, 2018 წლის დეკემბერში შეძლებს.
სასტუმროების ქსელის განვითარება m2-ის სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. კომპანიის მიერ გამოცხადებული გეგმის მიხედვით, m2 მომდევნო სამი წლის განმავლობაში სასტუმროს ნომრების 1000-მდე გაზრდას გეგმავს.
„მოხარული ვარ, რომ m2 ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ კურორტზე, გუდაურშიც იქნება წარმოდგენილი და დამსვენებლებს კომფორტულ გარემოსა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას აქაც შესთავაზებს. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისევე გუდაურისთვისაც“ – აცხადებს კომპანია „m2 უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე.