გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ლანჩხუთის სოფელ გვიმბალაურში ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

15-01-2022

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურში ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.


ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა ვრცლად ისაუბრა კოვიდპანდემიაზე. ამავე დროს, უპახუსა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში, სადღესასწაულო დღეებში იმატა ინფიცირების შემთხვევებმა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის წამახალისებებლი კამპანიის ფარგლებში გაიზარდა ვაქცინირებულთა რაოდენობა. წახალისების პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.


მათ კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ჩაერიცხება.საინფორმაციო შეხვედრას ლანჩხუთის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და მოადგილე, ეკატერინე გუჯაბიძე ესწრებოდნენ.