გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გია ვოლსკი: ვხედავთ გააფთრებულ შეტევას იმ მიმართულებით, რასაც სააკაშვილის გეგმის რეალიზება ჰქვია, ამ გეგმაში გაერთიანებულია მოსამართლეთა გარკვეული რაოდენობაც

17-01-2022

ვხედავთ გააფთრებულ შეტევას იმ მიმართულებით, რასაც სააკაშვილის გეგმის რეალიზება ჰქვია, ამ გეგმაში გაერთიანებულია მოსამართლეთა გარკვეული რაოდენობაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.


მისი თქმით, "მათი ერთ - ერთი ხელმძღვანელი არის ყოფილი მაღალჩინოსნის - შს სამინისტროს თანამშრომლის მეუღლე".


"მიდის მუდმივი მუშაობა, რომ სასამართლოშიც როგორმე შემოიტანონ ისეთი ტენდენცია, რასაც ჰქვია ამ სისტემის პოლიტიზაცია. შავი სიების შედგენა და ამ სიაში მოსამართლეთა ჩაწერა, რომლებმაც სააკაშვილის გაგებით აწყენინეს "ნაციონალურ მოძრაობას", არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ამორალურობისა, რომელსაც მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფი მიჰყვება,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.