გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვლადიმერ იმნაძემ რევაზ ჯორბენაძესა და ბონდო მაკარაძეს საპატიო სიგელები გადასცა

4-05-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ „აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელიკარდიოლოგიის ცენტრის”  აღმასრულებელ დირექტორს, რევაზ ჯორბენაძეს და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, კარდიოლოგ ბონდო მაკარაძეს, საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისადმი გამოჩენილი ყურადღებისა და გაწეულისამედიცინო მომსახურებისთვის, საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ „აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელიკარდიოლოგიის ცენტრის”  აღმასრულებელ დირექტორს, რევაზ ჯორბენაძეს და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, კარდიოლოგ ბონდო მაკარაძეს, საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისადმი გამოჩენილი ყურადღებისა და გაწეულისამედიცინო მომსახურებისთვის, საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და და შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს“ შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასული წლის აპრილში გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია, ვეტერანებისთვის კლინიკის სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.  კლინიკა უწყების ბენეფიციარებს – ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, მიზნობრივი ჯგუფიდან შერჩეულ კარდიოლოგიური პროფილისპაციენტებს, საკუთარ ბაზაზე შესთავაზებს უფასო სამედიცინო მომსახურებას (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა).
ერთი წლის განმავლობაში მემორანდუმის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მომსახურება გაეწია 2000- ზე მეტ ვეტერანს და მათი ოჯახისწევრს.