გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ხავიერ კოლომინა: საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

27-01-2022

ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა „ტვიტერის“ მიკრობლოგზე წერს და აქვე აზიარებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას.


„საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა და უსაფრთხოების ზომები,  უცხოური ჩარევისგან თავისუფლად“, – წერს კოლომინა.