გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მადლიერების გრძნობით ვულოცავ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროთა დღეს ჩვენს გმირ მებრძოლებს

27-01-2022

მადლიერების გრძნობით ვულოცავ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროთა დღეს ჩვენს გმირ მებრძოლებს და მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს ვუსურვებ მათ და მათ ოჯახებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.


მთავრობის მეთაურის თქმით, მისი თავდაცვის მინისტრობისას ამ ახალი ტრადიციის დამკვიდრებით სურდა სათანადო პატივისცემა გამოეხატა სამხედრო მოსამსახურეებისადმი, რომლებიც თავდადებით ემსახურებიან საქართველოს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებასა თუ გლობალურ მშვიდობას.


"წელს მეორედ აღვნიშნავთ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროთა დღეს.


ჩემი თავდაცვის მინისტრობისას ამ ახალი ტრადიციის დამკვიდრებით მსურდა სათანადო პატივისცემა გამოგვეხატა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისადმი, რომლებიც თავდადებით ემსახურებიან საქართველოს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებასა თუ გლობალურ მშვიდობას.


ჩვენი ხელისუფლების უპირველეს მოვალეობად მივიჩნევთ ზრუნვას იმ სამხედროებსა და მათ ოჯახებზე, ვინც ღირსეულად აგრძელებენ ქართულ მხედრულ ტრადიციებს და მისაბაძ მაგალითს წარმოადგენენ მომავალი თაობებისათვის.


მთელი საზოგადოების სახელით, მადლიერების გრძნობით ვულოცავ ამ დღეს ჩვენს გმირ მებრძოლებს და მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს ვუსურვებ მათ და მათ ოჯახებს",-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.