გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

29-01-2022

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმს ხელი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მახარაშვილმა მოაწერეს.


„მნიშვნელოვანია გარემოსდაცვით და აგრარულ სფეროში უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებისა და განვითარების პროცესში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერა. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორივე სფეროს სპეციალისტებისთვის განათლების ხარისხის განვითარებას“, -განაცხადა თამარ ალადაშვილმა. 


მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას გარემოსდაცვით და აგრარულ სფეროებში პროფესიული მომზადების და გადამზადების პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით.