გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

„ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატი შეარჩია

7-05-2018

„ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატი შეარჩია და განსახილველად ბიძინა ივანიშვილს წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას მმართველი პარტიის დეპუტატები ადასტურებენ.


არსებული ინფორმაციიით, პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დაასახელებენ.


პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის თეიმურაზ ჭკუასელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს მან თავად 2 კანდიდატურა წარუდგინა და ერთ-ერთ კანდიდატურაზე მათი აზრები დაემთხვა. ჭკუასელი თავს იკავებს დაასახელოს კანდიდატის სახელი და გვარი.


„მე 2 ადამიანი შევთავაზე... ვნახოთ, რა იქნება. თვითონაც ფიქრობდა თურმე ერთ–ერთ ჩემს მიერ წარდგენილ ადამიანზე", - განაცხადა თეიმურაზ ჭკუასელმა.

digest