გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს

1-02-2022

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი" და ,,თბილისის აეროპორტი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეების ე.ჰ.-სა და ზ.შ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 82 000 აშშ დოლარი გამოავლინეს.


არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 251 832.4 ლარი შეადგინა.


საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა (არადეკლარირებული თანხის 10 %-ის ოდენობით) ჯამში, 25 183.24 ლარი შეეფარდათ.