| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
5-02-2022
მიმდინარე წლის 5 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით, „ბაზარი ორბელიანზე“ გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით შექმნილი ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია - თაფლი, ღვინო, ყველი, მშრალი ხილი, ქართული ტრადიციული ნუგბარი და სხვა.
აღსანიშნავია, რომ „ნობათობის“ ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანზე“ უსასყიდლოდ უთმობს სივრცეს ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს. ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობითაა დატვირთული, რაც სხვადასხვა ფორმატით - დეგუსტაციები, შეფების მასტერკლასები, ბავშვებისთვის შემეცნებითი აქტივობები - პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანას გულისხმობს.
„ბაზარი ორბელიანზე“ არის ისტორიული ბაზრის განახლებული კონცეფცია, რომელიც ქართული წარმოების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
2-03-2026