| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
9-02-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 330 ფაქტი გამოავლინეს;
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 563 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე. გამოვლენილი 330 ფაქტიდან 17 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 188 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონში;იმერეთში დაფიქსირდა 38 სამართალდარღვევა, ქვემო ქართლში - 27, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 24, სამცხე-ჯავახეთში - 19, აჭარაში - 19, გურიაში - 5, შიდა ქართლში -5, მცხეთა-მთიანეთში - 4.
რაც შეეხება დედაქალაქს, 2022 წლის 01 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლება თბილისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოვლინეს.
აღნიშნულ პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 31 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2-03-2026