გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ვახტანგ ყოლბაიამ და კომპანია „კარფურის“ წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს

9-05-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია,  აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია და კომპანია „კარფურის“ წარმომადგენლები  მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს  შოთა გვილავას და არტიომ კოპალიანს ესტუმრნენ, ფაშიზმზე გამარჯვების 73  წლისთავი მიულოცეს  და საჩუქრები გადასცეს.

ვახტანგ ყოლბაიამ ვეტერანებს ქვეყნის ისტორიაში მათი განსაკუთრებული წვლილის შეტანისა და ღვაწლისთვის,  გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და   კომპანია ,,კარფურის“  მხარდაჭერით გაიმართა.  სასაჩუქრე კალათა თბილისის მასშტაბით მცხოვრებმა ყველა დევნილმა ვეტერანმა მიიღო.