გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - ბათუმში, აქციაზე იმ გენერლების ფოტოები აქვთ მოტანილი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ოკუპაციას ახორციელებდნენ

9-05-2018

აქციაზე იმ გენერლების ფოტოები აქვთ წარმოდგენილი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ოკუპაციას ახორციელებდნენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრმა გია ხალვაშმა ჟურნალისტებს განუცხადა. 
როგორც გია ხალვაშმა აღნიშნა, აქცია მიზანმიმართულად ტარდება ამ სიმბოლიკებით. გია ხალვაშმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, საბჭოთა კავშირის ამსახველი სიმბოლიკები მოიხსნან. 
„სლავ ხალხთა კონგრესის“ წარმომადგენლებმა აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყეს და 6 მაისის პარკთან აგრძელებენ აქციას. მათი თქმით, ეს არის მშვიდობიანი აქცია. 

"ინტერპრესნიუსი"