გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გურჯაანში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

9-05-2018

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დიდების მემორიალთან შეიკრიბნენ, გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

დღესვე სამამულო ომის 10 ვეტერანს ფულადი ჯილდო გადაეცა.


თარიღთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები იღებენ.


9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 73 წელი გავიდა. 

"პია"