გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და ისრაელს ორმხრივი პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რაც საერთო ფასეულობებსა და პრინციპებს ეფუძნება

19-02-2022

საქართველოსა და ისრაელს ორმხრივი პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რაც საერთო ფასეულობებსა და პრინციპებს ეფუძნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" საკუთარ გვერდზე წერს.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერსა და თავდაცვის მინისტრთან, ბენი განცთან ნაყოფიერი საუბარი გაიმართა.


„ძალიან კარგი საუბარი შედგა ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან, ბენი განცთან. საქართველოსა და ისრაელს ორმხრივი პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რაც საერთო ფასეულობებსა და პრინციპებს ეფუძნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მეტად გაღრმავდება საერთო ინტერესების სფეროში ჩვენი კავშირების გაძლიერების შედეგად", - აცხადებს პრემიერი.