გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41,2 პროცენტით გაიზარდა

21-02-2022

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 110.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 41.2 პროცენტით მეტია.


საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 331.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (47.6 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 779.1 მლნ. აშშ დოლარს (38.7 პროცენტით მეტია).


საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარში, 447.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3 პროცენტია.