გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილი: რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია; მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას

22-02-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ
მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია და 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას იმეორებს.


"რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია და სამწუხაროდ, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას იმეორებს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.