გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

საქართველოს საგარეო უწყება: მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს

24-02-2022

უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ღრმად ვართ შეშფოთებულნი უკრაინაში განვითარებული მოვლენებით. რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე გაეროს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, რასაც მძიმე შედეგები ექნება არამარტო უკრაინისთვის არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის.


მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს.


მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას მიიღოს ყველა ზომა ვითარების დეესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად" - ნათქვამია განცხადებაში.


უკრაინაში სამხედრო მოქმედებები დღეს გამთენიისას დაიწყო. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.