გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში ხვალ პროექტ - „მწერლები მშვიდობისათვის“ პრეზენტაცია გაიმართება

10-05-2018

საგურამოში, ხვალ 11 მაისს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში, პროექტ - „მწერლები მშვიდობისათვის“ პრეზენტაცია გაიმართება. „მწერლები მშვიდობისათვის“ არის შეიარაღებული ძალების ღირებულებების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კონცეფციის ნაწილი. 
ღონისძიებას, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრებიან. პროექტის პრეზენტაციის სპეციალური სტუმრები იქნებიან „მხატვრები მშვიდობისათვის“ მონაწილე მხატვრები, რომლებიც ერთგვარად, ესტაფეტას გადასცემენ მწერლებს. 
ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება.