გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

კასპში უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარება გროვდება

4-03-2022

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართვას უკრაინელი ხალხის დახმარების ჰუმანიტარულ აქციას - პირველი ადგილობრივი ბიზნესმენები გამოეხმაურნენ.


ი/მ ნუკრი ბახუაშვილმა 6 დასახელების არამალფუჭებადი პროდუქტი, ხოლო ი/მ სერგო ჯოჯიშვილმა 15 დასახელების პირველადი მოხმარების საგნები მიიტანეს.


ტვირთის მიღებასა და დახარისხებაში კასპის მუნიციპალიტეტის მერი მონაწილეობდა.


ფარმადეპოს კასპის ფილიალის ოთხმა თანამშრომელმა კი საკუთარი სახსრებით შეძენილი მედიკამენტებით, ბავშვთა კვების და პირველადი მოხმარების საჭიროებებით გადაწყვიტეს დახმარება.


აფხაზეთიდან დევნილმა ქალბატონმა მარინა ხორავამ, რომელიც კასპში ცხოვრობს და თავად გამოსცადა ომის დღეების სიმძიმე, უკრაინელთა დასახმარებლად მედიკამენტებიდა ბავშვებისთვის ტანსაცმელი მიიტანა.


კასპის მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის თითოეულ მათგანს, უკრაინელი ხალხის მდგომარეობის გათავისებისთვის.


შეგახსენებთ, რომ შემოწირულობის დასაწყობებისთვის ფართი გამოყოფილია კასპის სპორტკომპლექსის მრგვალ დარბაზში, რომლის მიღებაც შესაძლებელია ყოველდღე 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით ყოველდღე.


მისამართი: კასპი, სააკაძის ქუჩა #38.


კომუნიკაციისა და ინფორმაციისათვის საკონტაქტო ტელეფონები:
599 95 29 13; 599 85 74 24;