გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

19 მაისს სახალხო დღესასწაული "გარეჯობა 2018" გაიმართება

11-05-2018

19 მაისს, საგარეჯოს მუნიციპლიტეტის სოფელ უდაბნოში, ჩიჩხატურის კოშკთან, სახალხო დღესასწაული „გარეჯობა 2018“ გაიმართება. 

ღონისძიებები 12 საათზე დაიწყება. როგორც knews.ge-ს საგარეჯოს მერიაში განუცხადეს, დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილია ტრადიციული დოღი, შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში და საზეიმო კონცერტი.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დამსახურებულ პიროვნებებს „საპატიო გარეჯელის“ წოდება მიენიჭებათ. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სახალხო დღესასწაულს ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

knews.ge