გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ქუთაისში ამერიკული ფეხბურთის სპორტსმენები დაფინანსებას ითხოვენ

11-05-2018

დღეს, ქუთაისში ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ ადგილობრივმა გუნდმა საპროტესტო აქცია გამართა. ფედერაციის ქუთაისური კლუბის წევრები მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორის, კლუბის ხელმძღვანელის ჯემალ ვასაძის თქმით, ფედერაცია მათ ყურადღებას არ აქცევს. 
„უკვე ოთხი წელია ვარსებობთ და წარმატებებსაც ვაღწევთ, მაგრამ დაფინანსება არ გვაქვს. ფედერაციას აქვს ამის საშუალება, სულ ხუთი გუნდი ყავს და ჩვენ სრულიად უყურადღებოდ ვართ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ჯემალ ვასაძემ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გასულ წელს სპორტის სამინისტროსგან მხოლოდ ერთჯერადი დახმარება მიიღეს და წელს საერთოდ არ მიუღიათ დაფინანსება. ამის გამო, ისინი აცხადებენ, რომ არ ითამაშებენ. 

ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯება და მხოლოდ თბილისის და რუსთავის გუნდებზე კეთდება აქცენტი. 

"ინტერპრესნიუსი"