გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ღვაწლმოსილ ახალციხელ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

8-03-2022

8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, უფროსი თაობის ღვაწლმოსილ და სხვადასხვა პროფესიის ახალციხელ ქალბატონებს მიულოცეს.


ღონისძიების სტუმრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი, მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჰამბარცუმ ბაბოიანი მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს თითოეულ მათგანს.


მოწვეულმა ქალბატონებმა ისაუბრეს ქალების წვლილზე საზოგადოებრივ განვითარებაში, ასევე გაიხსენეს აქტიური თანაქალაქელები და სასიამოვნო მოგონებები პროფესიული საქმიანობიდან, ასევე მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს.


საღამო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის და გენდერული თანასწორობის განყოფილების ხელშეწყობით გაიმართა. ღონისძიების ბოლოს, მერიის თანამშრომლებმა მოწვეულ სტუმრებს ყვავილები, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ ქალთა საზოგადოებისაგან“ უფასო სკრინინგთან დაკავშირებით სპეციალურად მომზადებული პოსტერებიგადასცეს.


ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია თითოეულ ქალბატონს ულოცავს დღევანდელ დღეს. უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებებს!