გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოფელ იგოეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

10-03-2022

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ახალი საბავშვო ბაღის შენობა გახსნეს.


სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 696 326 ლარით დაფინანსდა და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. ბაღი აღჭურვილია საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, ეზოში საბავშვო მოედანზე კი გასართობი საშუალებებია მოწყობილი. აღსანიშნავია, რომ ადგილზე დამატებით სამუშაო ადგილებიც გაიზარდა.


სოფელში საბავშვო ბაღი 30 წელია არ არსებობდა და ბავშვები მშობლებს მერიის დაქირავებული ტრანსპორტით მეზობელი სოფლის საბავშვო ბაღში დაჰყავდათ.
,,სკოლამდელ დაწესებულებებში სათანადო პირობების შექმნა მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტია. გარდა ამისა, საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფელ ზემო ხანდაკში, უახლოეს დღეებში კი სოფელ სამთავისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაიწყება. მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კეთილმოწყობის პროცესს გავაგრძელებთ, რათა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა პატარას ჰქონდეს აღზრდის თანაბარი პირობები - ლამაზ გარემოში განათლების მიღების შესაძლებლობა“ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.