გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თამთა მეგრელიშვილი: მივმართავ სახელმწიფოში ყველა შესაბამის სამსახურს - პასუხი აგოს ხატია დეკანოიძემ ქვეყნის დამაზიანებელი ტყუილის შეგნებულად გავრცელებისთვის

11-03-2022

,,დეკანოიძე ერთ-ერთ უკრაინულ არხზე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ეძებს შავ ხვრელებს, რათა დაეხმარონ პუტინს შექმნას იარაღი, რომ გააგრძელოს უკრაინელების მკვლელობა” - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორო თამთა მეგრელიშვილი ხარია დეკანოიძის განცხადებას.


ასევე, მეგრელიშვილი მიმართავს შესაბამის სამსახურებს- პასუხი აგოს ხატია დეკანოიძემ ქვეყნის დამაზიანებელი ტყუილის შეგნებულდ გავრცელებისთვის.


,,ყველამ ნახეთ და მოისმინეთ ვანო მერაბიშვილის პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელის (2007-2012 წწ.) ხატია დეკანოიძის მოღალატეობრივი განცხადება! ის ერთ-ერთ უკრაინულ არხზე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ეძებს შავ ხვრელებს, რათა დაეხმარონ პუტინს შექმნას იარაღი, რომ გააგრძელოს უკრაინელების მკვლელობა. მივმართავ სახელმწიფოში ყველა შესაბამის სამსახურს (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური)- პასუხი აგოს ხატია დეკანოიძემ ქვეყნის დამაზიანებელი ტყუილის შეგნებულად გავრცელებისთვის!” -წერს მეგრელიშვილი Facebook - ზე.