გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

"დღეიდან ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ქვეყანა ჩვენია"- ჯონდი ბაღათურია აქციას აანონსებს

14-05-2018

ე.წ. „ქართული მარში“ ნეონაცისტური მოძრაობის წევრები დღეს შეკრებას და რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი დღეს 18:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და პარლამენტთან მსვლელობით მივლენ.

„დღეიდან ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ზევიდან და გარედან კარნახით ქვეყნის მართვა იქნება დაუშვებელი. კიდევ ერთხელ ცალსახად მინდა ვთქვა, მხარს ვუწერ შს სამინისტროს მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას. ეს იყო ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებული სპეცოპერაცია. 6 საათზე ფილარმონიასთან ვიკრიბებით, ეს აქცია ძალაში, მაგრამ ახლა ახალი მოცემულობაა და გადავხედავთ რა ფორმით ჩატარდება ეს აქცია.“-განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული დასის” თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურიამ.

newposts