გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გია აბაშიძე: კულტურის სამინისტროში თუ სხვა უწყებაში მიმდინარე რეფორმები შეადარო უკრაინაში მიმდინარე სისხლისღვრას, არის ტოტალური ზნედაცემულობა!

15-03-2022

 “ქართული ოცნების” ცალკეულ მოღალატეებს საზოგადოება დიდი ხანია მიეჩვია. მაგრამ ვერასდროს შეეგუება უზნეობას! რა შედარებაა, რა "მეტაფორაა" ეს სამარცხვინო განცხადება?!”- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე რატი ამაღლობელის განცხადებას.


“ქართული ოცნების" (რატი ამაღლობელი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელია) ცალკეულ მოღალატეებს საზოგადოება დიდი ხანია მიეჩვია. მაგრამ ვერასდროს შეეგუება უზნეობას! რა შედარებაა, რა "მეტაფორაა" ეს სამარცხვინო განცხადება?! ახლობელს შეიძლება გამოუცხადო სოლიდარობა, მაგრამ კულტურის სამინისტროში თუ სხვა უწყებაში მიმდინარე რეფორმები შეადარო უკრაინაში მიმდინარე სისხლისღვრას, არის ტოტალური ზნედაცემულობა! ამაღლობელი თურმე შეწუხდა, რომ კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა და მისი საქმიანობის შესახებ აუდიტის დასკვნა პროკურატურას გადაეგზავნა”- წერს აბაშიძე Facebook-ზე.