გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კახეთსა და სამეგრელოში რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელები აშენდება

14-05-2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამის შესახებ იმსჯელეს. პროექტი კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას და ინტეგრირებულ მართვას ითვალისწინებს. ინფორმაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

პროგრამის შესახებ მსჯელობა სამინისტროში გაიმართა, რომელსაც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW ) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი, კლაუს ვეიგელიც ესწრებოდა.

სამინისტროს ინფორმაციით, სანიტარული ნაგავსაყრელების პროექტისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები უკვე გაკეთდა.

გეგმის თანახმად, მოეწყობა ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელი, აშენდება გადამტვირთი სადგურები და კომპოსტირების პილოტური ქარხანა. პროექტი ასევე ითვალისწინებს დასუფთავების მანქანების შეძენასა და არსებული ნაგავსაყრელების დახურვას. 
პროექტის დასაფინანსებლად გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი 30 მილიონ ევროს გამოყოფს.

imedinews.ge