გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თბილისიდან მესტიამდე მგზავრობის დრო 2,5 საათით შემცირდება

14-05-2018

ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზისა და გვირაბის პროექტის სამუშაო ვერსია უკვე მზად არის. პროექტი საერთაშორისო საინჟინრო კომპანიამ „Institute IGH”-მ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჩააბარა. შენიშვნების გათვალისწინებით კი საბოლოო პროექტი მაისის ბოლოს იქნება მზად. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.

ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი ახალი გზით, ქუთაისიდან ცაგერისა და ლენტეხის გავლით მესტიაში მოხვედრა სამ საათში იქნება შესაძლებელი. თბილისიდან მესტიამდე მანძილი 105 კილომეტრით, მგზავრობის დრო კი 2,5 საათით შემცირდება.

ლენტეხი მესტიის ახალ გზაზე დაგეგმილია საქართველოში ყველაზე გრძელი, 9.03 კმ-ის სიგრძის, საავტობომილო გვირაბის მშენებლობა. ასევე დაგეგმილია 15 ახალი ხიდის და 27.7 კმ სიგრძის ახალი გზის მშენებლობა.

imedinews.ge