გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, ყველა მუსლიმს, მივულოცო გულითადად დღევანდელი დღე, ნოვრუზ ბაირამი

21-03-2022

მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, ყველა მუსლიმს, მივულოცო გულითადად დღევანდელი დღე, ნოვრუზ ბაირამი, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მარნეულში, ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურმა ეთნიკურ აზერბაიჯანელ ებს და მუსლიმებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.


„მე მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, ყველა მუსლიმს, მივულოცო გულითადად დღევანდელი დღე, ნოვრუზ ბაირამი. ეს არის ახალი სიცოცხლის, განახლების დღე და მინდა ყველას მივულოცო ეს დღესასწაული. მინდა მათ ოჯახებს ვუსურვო ჯანმრთელობა, ბაქარა, მშვიდობა და კეთილდღეობა.


ჩვენთვის მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ყოველთვის ერთად ვქმნიდით და ვქმნით ჩვენი ქვეყნის საერთო ისტორიას. ამიტომ, ჩვენი მთავრობის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ეთნიკურ აზერბაიჯანელს და თითოეულ მუსლიმს მათ მიერ, ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.