გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

უკრაინიდან ტყიბულში ჩამოსული პირველი ოჯახი მუნიციპალიტეტის მერმა მოინახულა

23-03-2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტში უკრაინიდან პირველი ოჯახი ჩამოვიდა. ქალაქ ხარკოვიდან ჩამოსულ ხუთ ადამიანს, მათგან სამ არასრულწლოვანს  სოფელ გელათში ერთ-ერთი ადგილობრივი ოჯახი მასპინძლობს.


ისინი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იოსებ რობაქიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს,  საკვები პროდუქტები გადასცეს, თანადგომა გამოუცხადეს და ფინანსური მხარდაჭერაც აღმოუჩინეს.


„მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან აღნიშნული ოჯახის მიმართ თანადგომა გაგრძელდება, ვიდრე მათ არ მიეცემათ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა“,- განაცხადეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში.