გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კვლევა: ტურისტებისთვის ყველაზე მეტი განთავსების ადგილი გურიაში გაიხსნა

16-05-2018

ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი განთავსების ადგილი გურიაში გაიხსნა. ამის შესახებ ლაპარაკია PMCG-ის კვლევაში.

კვლევის მონაცემების მიხედვით, გურიაში 2016 წელს 8, 2017 წელს კი 22 ახალი განთავსების ადგილი გაიხსნა. ორგანიზაციის ინფორმაციითვე, გურიაში ამ ეტაპზე 32 ახალი განთავსების ადგილი შენდება.

2016-17 წლებში ტურისტების განთავსების ადგილები ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა აჭარასა (27) და თბილისში (25). კვლევიდან ირკვევა, რომ ბიზნესი ყველაზე ნაკლებ ინტერესს ტურისტული განთავსების ადგილების მიმართ შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში იჩენს.

ამ რეგიონებში ჯამში მხოლოდ 3 ახალი ობიექტი გაიხსნა და ისიც 2016 წელს, 2017-ში კი ბაზარს ახალი ობიექტები არ დამატებია.

imedinews.ge