გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: 5 წლის წინ მიღებული უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან ისტორიული მიღწევა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო

28-03-2022

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის 5 წლის იუბილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაური წერს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, რომელიც 5 წლის წინ მიიღო საქართველომ, ისტორიული მიღწევა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.


„დღეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ხუთი წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ეს იყო ისტორიული მიღწევა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენი მთავრობა შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი ეფექტურად განხორციელდეს, რაც საბოლოო ჯამში, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებამდე მიგვიყვანს",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.