გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის

31-03-2022

„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას. სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, შევისყიდეთ სასურსათო პროდუქცია, რომელიც უახლოეს დღეებში გაიგზავნება უკრაინაში. შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობარი უკრაინის მხარდაჭერას ამ ძალიან მძიმე ვითარებაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა სამინისტროს თანამშრომლებს, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს და ყველა იმ პირს გადაუხადეს მადლობა, ვინც ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.


„ჩვენი უკრაინელი კოლეგების წერილის პასუხად, მოხდა პირველადი აუცილებლობის პროდუქტების შეგროვება, როგორიც არის სწრაფი კვება, ბავშვთა კვება, ბურღულეული, მაკარონი, ბრინჯი, წყალი, რის დიდ ნაკლებობასაც განიცდიან უკრაინაში“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.


უკრაინაში გასაგზავნი ტვირთი პირველადი სასურსათო პროდუქტებისგან შედგება, რომელიც უკრაინელი ხალხის თხოვნების შესაბამისად, უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლების დაცვის სახელმწიფო სამსახურის (SSUFSCP) საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოსადმი წერილობითი მომართვის საფუძველზე განისაზღვრა.


უკრაინელი ხალხის დასახმარებლად აქციაში ჩაერთვნენ სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლები, ასევე, საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია, კომპანიები „საირმე მინერალ ვოთერსი“, „ფაინ თრი ინთერნეიშენალ“, „ვოთერლენდი“ „აკვა ჯეო“. მობილიზებული თანხით და ბიზნესსექტორის თანადგომით 15 ტონა პროდუქცია შეგროვდა.


ტვირთის ტრანსპორტირებას და ლოგისტიკას „საქართველოს ფოსტა” უზრუნველყოფს.