გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

19 მაისს სახალხო დღესასწაული „გარეჯობა“ გაიმართება

17-05-2018

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 19 მაისს,   12:00 საათიდან დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, ჩიჩხატურის კოშკთან, სახალხო დღესასწაული „გარეჯობა“ გაიმართება.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, პარალელურ რეჟიმში, დაგეგმილია:

- კონცერტი,

- ტრადიციული დოღი,

- ქართული ჭიდაობა.

ღონისძიების დასასრულს, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დამსახურებულ მოღვაწეებს „საპატიო გარეჯელის“ წოდება მიენიჭებათ.

მრავალწლოვანი წარსულის მქონე, განახლებულ სახალხო დღესასწაულზე მოწვეულნი არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ცნობილი სახეები, სხვა საპატიო სტუმრები.

P.S.

დილის 9:30 საათიდან, ქალაქ საგარეჯოს ცენტრში მობილიზებულნი იქნებიან სამარშრუტო ავტობუსები (ისინი უფასოდ გადაიყვანენ მსურველებს დანიშნულების ადგილამდე), რომლებიც 10:00 საათზე გავლენ დავით-გარეჯისკენ.

~