გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სასწავლო კურსი „ქალთა გენდერული პერსპექტივების ინტეგრაცია თავდაცვის ძალებში“ დასრულდა

2-04-2022

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სასწავლო კურსის „ქალთა და გენდერული პერსპექტივების ინტეგრაცია თავდაცვის ძალებში“ დასრულების ცერემონია გაიმართა.

სწავლებაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადაეცათ.


სასწავლო კურსი თავდაცვის სფეროში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების სწავლებას ისახავდა მიზნად. ხუთი დღის განმავლობაში მონაწილეებმა ოპერაციებში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების მექანიზმები შეისწავლეს და სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება გაიზიარეს.


კურსს საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სერბეთის წარმომადგენლები დაესწრნენ. „ქალთა გენდერული პერსპექტივების ინტეგრაცია თავდაცვის ძალებში“ კანადის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წვრთნებისა და თანამშრომლობის დირექტორატის (DMTC) ორგანიზებით ჩატარდა.