გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

“ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“ - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგის კურსებს იწყებს

4-04-2022

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალ პროექტს იწყებს.


ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აპრილის თვეში ტრენინგის კურსი „ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“ განხორციელდება.
ტრენინგის ჩატარების ფორმატი: ონლაინი


ტრენინგის ძირითადი თემატიკები:

 ინფრასტრუქტურის მოწყობა.
 ჰიგიენის ნორმები.
 რეცხვა-დეზინფექციის პროცედურა.
 სურსათის უვნებლობა.
 ალერგენების მართვა.
 სამუშაო ინსტრუქციები.
 საკანონმდებლო მოთხოვნები.

ტრენინგი, როგორც განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენელთათვის, ასევე ტურიზმის სექტორში დასაქმების მსურველთათვის არის განკუთვნილი და განხორციელდება შემდეგ რეგიონებში: ქ.თბილისი, იმერეთის კახეთის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში.