გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ვახტანგ ყოლბაია უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს შეხვდა

18-05-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს ვადიმ ჩერნიშს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის საერთო პრობლემაზე - ტერიტორიების ოკუპაციაზე, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და მდგომარეობის სტაბილურობისთვის განსახორციელებელ ღონისძებებზე.

ვადიმ ჩერნიშმა ისაუბრა 2014 წელს განვითარებულ მოვლენებსა და მის შემდგომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.

ვახტანგ ყოლბაიამ მოწვეულ სტუმრებს გააცნო ის პროექტები და ღონისძიებები რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებაში ახორციელებს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმოამდგენლები, ლტოლვილთა დანიის საბჭოს უკრაინის ოფისის პროექტების მენეჯერი ეკა გვალია და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.