გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შვეიცარიის ელჩს შეხვდა

5-04-2022

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰაიდი გრაუს შეხვდა.


მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა და მისი განვითარების საკითხები.


საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას მსოფლიოს, რეგიონისა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე.


ფინანსთა მინისტრმა დიპლომატს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და სხვადასხვა სფეროში მიმდინარე თანამშრომლობისთვის.


შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, მაქსიმალური წვლილი შეიტანონ ქართულ-შვეიცარიული თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებაში.