გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ექიმების ინფორმაციით, რუსთავში მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

18-05-2018

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულის აივნიდან გადმოვარდნილი 10 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა. 
„ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის უგონო მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ბავშვს მრავლობითი მოტეხილობები აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკულია", - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.
რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან 10 წლის ბიჭი რამდენიმე საათის წინ გადმოვარდა. 

"ინტერპრესნიუსი"