გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი ილიაუნს ფინანსური დოკუმენტაციების გასაჯაროების მოთხოვნით მიმართავს

7-04-2022

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ფინანსური დოკუმენტაციების გასაჯაროების მოთხოვნით მიმართა. მათი თქმით, უნივერსიტეტის ბიუჯეტი არასწორად ნაწილდება და სტუდენტების მიერ განხორციელებული პროექტები და ღონისძიებები არ ფინანსდება.

 

საინიციატივო ჯგუფის წევრები მმართველობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობას ითხოვენ.

 

„გადავწყვიტეთ, „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“ მიგვემართა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ფინანსები არ არის სწორად გადანაწილებული, ვგულისხმობთ სტუდენტური პროექტებისა და ასევე სხვადასხვა ღონისძიებებთან მიმართებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ გამოვითხოვთ საჯარო ინფორმაციას, შემდეგ ამ ინფორმაციას გავეცნობით და აუცილებლად გავასაჯაროებთ. განცხადებები შევიტანეთ კონკრეტულად ბიუჯეტთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ჩვენი მეგობარი სტუდენტებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ არასწორად ნაწილდება ბიუჯეტი და არც ერთი ახალგაზრდული პროექტი არ იქნა დაფინანსებული რისი პირდაპირი მოვალეობაც აქვს უნივერსიტეტს“- აცხადებენ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრები.