გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ურეკში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

19-05-2018

ურეკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. მცირე ზომის სატვირთო მანქანა ჯერ ქვეითად მოსიარულეს, შემდეგ კი სატვირთო მანქანას დაეჯახა. დაშავებულია 3 ადამიანი. ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. 

ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების 3 ბრიგადა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

"ინტერპრესნიუსი"