გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ნუნუშა ვასაძე: რუსეთს გაეროში ადამიანის უფლებების საბჭოს წევრობა შეუჩერეს! საქართველო კვლავ მხარდამჭერთა შორისაა

7-04-2022

ფეისბუქ მომხმარებელი ნუნუშა ვასაძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის შეჩერებას ეხმიანება, სადაც იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას საქართველოც იყო.


მისი თქმით ვინც ხვდება ხელისუფლების გონიერ გადაწყვეტილებებს და მაინც საპირისპიროს ლაპარაკობს, ის პირდაპირი მტერია.


“რუსეთს გაეროში ადამიანის უფლებების საბჭოს წევრობა შეუჩერეს! საქართველო კვლავ მხარდამჭერთა შორისაა! მე მეამაყება ჩემი ქვეყნის და მართლა მიხარია ამ ქვეყნის ძალიან გონიერი ხელისუფლება! ვინც ვერ ხვდება, ცოტა მეტად დაფიქრდეს ბევრ რამეზე.... ვინც ხვდება და მაინც საპირისპიროს ლაპარაკობს, ის მტერია, პირდაპირი მტერი! ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება, აგერ ნახავთ!!!”- წერს ნუნუშა ვასაძე.